ბლოგი მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი
პროექტის
(FR/631/7-120/13) „საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგიური კვლევა“ ფარგლებში,
რომლის
მიზანია
სოკოებისა
და
ლიქენების
ტრადიციული
გამოყენების
შესახებ
საარქივო
მონაცემების
თავმოყრა
და
ადგილობრივ
მოსახლეობაში
დღემდე
არსებული
სოკოების
და
ლიქენების
გამოყენების
ტრადიციების
მოძიება,
აღწერა
და
შესწავლა.
2014 წლის ზაფხულში
სვანეთში
მოეწყო
პირველი
ეთნომიკოლოგიური
კვლევა,
რამაც
გვაჩვენა,
რომ
ადგილობრივი
მოსახლეობა
საკვებად
ძირითადად
სოკოების
22 სახეობას
იყენებს.
მათ
შორის
ყველაზე
ხშირად
გამოიყენება
10 სახეობა:
Armillaria mellea (Vahl) P. Kumm., Agaricus arvensis Schaeff., A. campestris
L., Cantharellus cibarius Fr., Lactarius piperatus (L.) Pers., L. deliciosus
(L.) Gray, Macrolepiota excoriata (Schaeff.) Wasser, M. procera (Scop.) Singer,
Ramaria flava (Schaeff.) Quel.
ლიტერატურაში მოცემული და ინტერვიუებში
მოხსენიებული
სახელწოდებების
(სოკოები,
ლიქენები)
შედარებამ
გვიჩვენა,
რომ
წარსულში
სვანეთის
მოსახლეობა
ფლობდა
გაცილებით
მეტ
ინფორმაციას
ამ
ორგანიზმების
შესახებ,
ვიდრე
ამჟამად:
ლექსიკონებში
მოხსენიებულია
50-მდე
სვანური
სახელწოდება,
ხოლო
დღესდღეობით
გამოკითხულმა
მოსახლეობამ
მათგან
მხოლოდ
12 იცის.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სტატიაში - Ethnobiological Study of Svaneti Fungi and Lichens: History of Research, Diversity, Local Names and Traditional Use.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სტატიაში - Ethnobiological Study of Svaneti Fungi and Lichens: History of Research, Diversity, Local Names and Traditional Use.